რატომ არის ინსტრუქციული ქოუჩინგი პროფესიული განვითარების ყველაზე ეფექტური გზა? | ნიკა მაღლაფერიძე

რატომ არის ინსტრუქციული ქოუჩინგი პროფესიული განვითარების ყველაზე ეფექტური გზა? | ნიკა მაღლაფერიძე

დღეისათვის, არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს ინსტრუქციული ქოუჩინგის ეფექტურობას. ზოგიერთი მკვლევარი უკვე იმასაც ამტკიცებს, რომ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ეს მიდგომა გაცილებით უფრო ეფექტურია. ისმის, კითხვა, კერძოდ რა მტკიცებულებებთან გვაქვს საქმე და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ მიდგომამ გაამართლოს?

რა არის ინსტრუქციული ქოუჩინგი? 

დღესდღეობით ინსტრუქციული ქოუჩინგის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს (ამაზე მოკლედ, ქვემოთ), თუმცა თუ ამ სახეობებს გადავხედავთ შევამჩნევთ, რომ ისინი შემდეგი საერთო მახასიათებლებით გამოირჩევიან: 

ა) ინდივიდუალური: ქოუჩინგი მასწავლებელსა და ქოუჩს მიმდინარეობს (ერთი-ერთზე), 

ბ) ინტენსიური: ინტერაქცია მასწავლებელსა და ქოუჩს შორის სულ მცირე ორ კვირაში ერთხელ ხდება*

გ) გრძელვადიანი: მასწავლებლები ქოუჩთან გრძელვადიანი პერიოდის მანძილზე თანამშრომლობენ.

დ) საკლასო ოთახზე ორიენტირებული: ქოუჩი მასწავლებელს აკვირდება ან ახდენს ვიდეო ჩანაწერს. ფოკუსი მასწავლებლის პრაქტიკაა კონკრეტულ კლასში.

გ) ფოკუსირებული: მასწავლებელი ნაბიჯ-ნაბიჯ ეუფლება გაკრვეულ სტრატეგიებს და მიდგომებს და არა რამოდენიმე სტრატეგიას ერთად. 

როგორ წესი, ქოუჩინგი ციკლური ხასიათისაა, რაც მოიცავს კლასში დასწრებას, უკუკავშირს და პრაქტიკას. ზოგადად, ინსტრუქციული ქოუჩინგის დროს, ქოუჩი და მასწავლებელი განვლილ მასალასაც უბრუნდებიან მისი გამეორების და პედაგოგიური უნარების პრაქტიკაში გამყარების მიზნით.ბევრის მხრივ, ინსტრუქციული ქოუჩინგი ზუსტი ანტიდოტია იმ მიდგომებისა, რომლებსაც ახლა იყენებენ ჩვენს სკოლებში – ტრენინგები არ არის ცალკეული მასწავლებლების საჭიროებებზე მორგებული, არ შეიცავს საკლასო პრაქტიკის ელემენტს და ტრენინგის, დასრულების შემდეგ არ გააჩნია განგრძობითობის ელემენტი. ინსტრუქციული ქოუჩინგით შეიძლება სარგებელი ნახოს როგორც გამოცდილმა, ასევე ახალმა მასწავლებლებელმა.

ზოგიერთი ქოუჩინგის ტიპი მოიცავს რუბრიკებს, რომელთა დახმარებით ქოუჩი და მასწავლებელი ცდილობენ პრაქტიკის გაუმჯებესობას. ზოგიერთი ქოუჩინგ პროგრამა შეიძლება წინასწარ გაწერილ გეგმას მიყვებოდეს და მასში არსებულ უნარების/სტრატეგიების ათვისებას ითვალისწინებდეს. ასევე არსებობს საკმაოდ პოპულარული ინსტრუქციული ქოუჩინგის ჩარჩოები, როგორებიცაა ჯიმ ნაითის Impact Cycle, რომელიც შედგება იდენტიფიკაციის, დასწავლის და გაუმჯობესების ციკლისგან და პოლ ბამბრიკ-სანტოიოს ექვს საფეხურიანი მოდელი. 

ასევე შეგვიძლია წარმატებულობის მხრივ გამოვარჩიოთ შემდეგი ინსტრუქციული ქოუჩინგის პროგრამები:

ამჟამად, საქართველოში ინსტრუქციული ქოუჩინგი არ არის გავრცელებული პრაქტიკა. 

ინსტრუქციული ქოუჩინგის ეფექტურობის რა მტკიცებულება არსებობს?

კვლევები იმასთან დაკავშირებით თუ რა ეფექტი აქვს პროფესიული განვითარებას მასწავლებლებსა და მოსწავლეების შედეგებზე, შედარებით ახალი სფეროა. მაგალითად, 2007 წლის ლიტერატურის მიმოხილვის მიხედვით, აშშ-ს ფარგლებში მხოლოდ 9 ასეთი მაღალი ხარისხის კვლევა არსებობდა. ეს ფაქტი  მოწმობს თუ რაოდენ ცოტა რამ ვიცოდით ეფექტური პროფესიული განვითარების შესახებ სულ რაღაც 13 წლის წინ. 

საბედნიოროდ, ბოლო 10 წლის მანძილზე ამ სფეროში მრავალი კვლევა ჩატარდა და ზუსტად ამ კვლევების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ინსტრუქციული ქოუჩინგი, იაპონური კვლევის გაკვეთილებთან (Lesson Study) და მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებთან (Teacher/Professional Learning Communities) ერთად, პროფესიული განვითარების ყველაზე ეფექტური მიდგომაა. ქვემოთ შევეცდები წარმოვადგინო არსებულ კვლევებზე დაფუძნებული 4 არგუმენტი იმისა, თუ რატომ არის ინსტრუქციული ქოუჩინგი ყველაზე ეფექტური პროფესიული განვითარების მიდგომე განათლებაში დღესდღეობით. 

სანამ ძლიერ მხარეებს შევეხებოდე, მინდა შემდეგ ფაქტორებს გავუსვა ხაზი: 

  • სტატიაში საუბარი იქნება პროფესიული განვითარების ფორმაზე და არა მის კონტენტზე (ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ).
  • სტატიაში საუბარი იქნება ამჟამად არსებულ სურათზე. რა თქმა უნდა, ეს სურათი შეიძლება მომავალში შეიცვალოს. 
  • ‘არსებულ მტკიცებულებებში’ იგულისხმება როგორც ხარისხი ასევე რაოდენობა მოცემული კვლევებისა. 

ძლიერი მხარე 1: მტკიცებულება ექსპერიმენტული კვლევებიდან (Randomised Controlled Trials)

2011 წელს, ვირჯინიის შტატში ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ „ჩემი პარტნიორი მასწავლებლის“ ინსტრუქციული ქოუჩინგის პროგრამის შედეგად, საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა გაუმჯობესებულ შედეგებს მიაღწიეს ამავე შტატის საშუალო საფეხურის გამოცდებში. საინტერესო ფაქტი ამ კვლევასთან დაკავშირებით ის არის, რომ იმ მოსწავლეებს, ვინც ყველაზე მეტი პროგრესს მიაღწიეს ქოუჩინგის პროგრამის დროს, სწორედ ის მასწავლებლები ასწავლიდნენ, ვინც ამ პროგრამის ფარგლებში უფრო მეტ პროფესიულ ზრდას მიაღწია. 

ასეთი ექსპერიმენტული კვლევები განათლებაში საკმაოდ ეფექტურია, ეს იმიტომ, რომ ამ კვლევებში ნათლად ჩანს ინტერვენციის (ამ შემთხვევაში ინსტრუქციული ქოუჩინგი) გავლენა მასწავლებლებზე იმ პრინციპის გამო, რომ ექსპერიმენტულ ჯგუფში მყოფი მასწავლებლები (ისინი ვინც ინსტ. ქოუჩინგის პროგრამაში იღებდნენ მონაწილეობას) და კონტროლ ჯგუფში მყოფი მასწავლებლებიც (ისინი ვინც არ მონაწილებოდნენ ინს. ქოუჩინგის პროგრამაში) მეტ-ნაკლებად ერთიდაიგივე კომპეტენციის პროფესიონალები იყვნენ. 

იქიდან გამომდინარე, რომ ექსპერიმენტულ და კონტროლ ჯგუფში მყოფი მასწავლებლების კომპტენტურობის მხრივ სხვაობა უმნიშვნელოა, ამ ორ ჯგუფს შორის შედეგებში რაიმე სხვაობის გამომწვევი მიზეზი შესაბამისად უნდა იყოს მხოლოდ ერთი ფაქტორი – ზემოთ აღნიშნულ ინსტრუქციული ქოუჩინგის პროგრამაში მონაწილეობა. რაღა თქმა უნდა არსებობს რისკი, რომ კვლევებში სხვა გავლენის მქონე ფაქტორებიც  შეიძლება მოქმედებდეს უნებლიედ, რამაც შეიძლება გაუთვალისწინებელი პოზიტიური ეფექტი იქონიოს ექსპერიმენტული ჯგუფზე, როდესაც სინამდვილეში ინიციატივა არ არის ეფექტური. 

მაგრამ, ამის თავიდან ასაცილებლად გვაქ განმეორებითი კვლევები. 2015 წელს უფრო მოზრდილი ექსპერიმენტული კვლევა ჩატარდა იგივე ინსტრუქციული ქოუჩინგის პროგრამის ეფექტურობის გასაზომად, რომელმაც ანალოგიური პოზიტიური ეფექტი დააფიქსირა მოსწავლეების შედეგებზე. როდესაც ორი ასეთი მაღალი ხარისხის კვლევა გაგვაჩნია, მტკიცებულების ხარისხიანობა რა თქმა უნდა იზრდება. 

თუმცა, არსებობს სხვა პროფესიული განვითარების მიდგომები, რომლებსაც ასეთივე მყარი მტკიცებულება გააჩნიათ ექსპერიმენტული კვლევების შედეგად. ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ მხრივ ინსტრუქციული ქოუჩინგი უნიკალური არაა. 

ძლიერი მხარე 2: მტკიცებულება მეტა-ანალიზური კვლევებიდან

2018 წელს, ბრაუნის და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს მეტა-ანალიზი, რომელიც მოიცავდა ყველა ინსტრუქციულ ქოუჩინგზე ჩატარებულ კვლევას. ამ კვლევებიდან, რომელთაგანაც 31 ექსპერიმენტული იყო, ცხადყჰო, რომ საშუალოდ, ინსტრუქციული ქოუჩინგის ეფექტურობის ზომა 0.18 წარმოადგენდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვნებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ უფრო მაღალი ეფექტურობის ნიშნულით მცირე მასშტაბიანი კვლევები უფრო გამოირჩეოდნენ ვიდრე ფართო მასშტაბიანები. 

იმავე წელს გამოქვეყნებულმა მეორე მეტა-ანალიზმა იგივე დაასკვნა: სხვა პროფესიული განვითარების ალტერნატივებთან შედარებით ინსტრუქციულმა ქოუჩინგმა მეტად გააუმჯობესა მოსწავლეების შედეგები. 

როგორც ზემოთ ნახსენები ექსპერიმენტული კვლევები მოწმობს, ეფექტურად ორგანიზებულ და განხორციელებულ ინსტრუქციულ ქოუჩინგს მოსწავლეების უკეთეს შედეგებზე გავყავართ, ხოლო მეტა-ანალიზების თანახმად, საშუალოდ, ინსტრუქციული ქოუჩინგის პროგრამებს დადებითი გავლენა აქვთ მოსწავლეების შედეგებზე.

ძლიერი მხარე 3: მტკიცებულება სხვა ტიპის ექსპერიმენტული კვლევებიდან

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინსტრუქციული ქოუჩინგი პროფესიული განვითარების მიდგომაა და შესაბამისად, წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც რაიმე კონტენტთან უნდა იქნას კომბინირებული – ეს შეიძლება იყოს ერთგვარი პროფ. განვითარების სილაბუსი, მასწავლებლის კომპეტენციის მოდელი ან ტრენინგთა სერია. 

შესაბამისად, ისმის შეკითხვა: ინსტრუქციული ქოუჩინგის წარმატებულობა უშუალოდ ამ კონკრეტული ფორმის ეფექტურობაზეა დამოკიდებული თუ პროგრამის კონტენტზე? შეიძლება თუ არა ქოუჩინგის გაიგივება კბილის პასტაში არსებული მენთოლის არომატთან, რომელიც კბილის ხეხვისას ძალიან იგრძნობა, მაგრამ კარიესთან ბრძოლაში სრულიად არაეფექტურია? 

2018 წლის თებერვალიში, სამხრეთ აფრიკაში ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა, იმისათვის რომ ზუსტად ეს ფაქტორი ყოფილიყო გამორიცხული. ეს ექსპერიმენტული კვლევა ზემოთ ხსენებული ექსპერიმენტული კვლევებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ ამ შემთვევაში იმის მაგივრად, რომ შეედარებინათ ექსპერიმენტული და კონტროლის ჯგუბი ერთმანეთთან, მათ შეადარეს კონტროლ ჯგუფი ა) ჯგუფთან, რომელსაც ტრადიციული ტრენინგი ჩაუტარდა კლასის მიღმა და ბ) ჯგუფთან, რომელმაც იგივე კონტენტში გაიარა გადამზადება მხოლოდ ინსტრუქციული ქოუჩინგის დამატებით. ამგვარი მიდგომა გვეხმარება უფრო ცხადად გამოვყოთ და დავინახოთ ის ეფექტები, რომლებიც გარკვეულ ინტერვენციას მოყვება. 

ამ კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ მასწავლებლების შემთხვევაში, რომლებიც ტრადიცულ ტრენინგს დაესწრნენ, მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მხრივ არ ქონია რაიმე შესამჩნევი პოზიტიური გავლენას ადგილი. კონტრასტისათვის, იმ მასწავლებლებმა, რომლებიც ინსტრუქციული ქოუჩინგის პროგრამაში მონაწილეობდნენ იგივე კონტენტზე დაფუძნებით საგრძნობლად გაიუმჯობესეს აკადემიური შედეგები. არგენტინაში ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევამაც მსგავსი შედეგები აჩვენა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ტრადიციულ ტრენინგებზე შეძენილი ცოდნის ტრანსფერი, როგორც წესი, არ/ვერ ხდება საკლასო ოთახში. 

ძლიერი მხარე 4: მტკიცებულება სისტემატიური კვლევებიდან

იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ინსტრუქციული ქოუჩინგი მართლაც ყველაზე ეფექტური პროფესიული განვითარების მიდგომაა, უნდა ასევე ვიკვლიოთ თუ შედარებით რამდენად ეფექტურია სხვა პროფესიული მიდგომის ალტერნატივები. ამჟამად აშშ-ში არსებული ინოვაციის ფონდი (Investing in Innovation I3)) ზუსტად ამ საქმით არის დაკავებული. ფონდმა უკვე 2 მილიარდი დოლარი დახარჯა 67 ინოვაციური მიდგომების კვლევაში. 

ქვემოთ მოცემული გრაფები ასახავენ 31 ექსპერიმენტული კვლევის შედეგს ინგლისურ ენაში (მარცხენა გრაფა) და 23 ექსპერიმენტული კვლევის შედეგს მათემატიკაში (მარჯვენა გრაფა). ნულს ზემოთ მაჩვენებელი პოზიტიურ ეფექტს აღნიშნავს, მწვანე სვეტები სტატისტიკურად მნიშვნელოვან ეფექტზე მიგვითითებენ, ხოლო ყვითელი სვეტები ისეთ ეფექტებს, რომლებიც სტატისტიკურად ნულისგან არც განსხვავდება, ე.ი. მათი ეფექტი თითქმის ნულის ტოლია. 

აღნიშნულ გრაფებთან დაკავშირებით ორ ფაქტორს შეგვიძლია გავუსვათ ხაზი. პირველი, უმეტესობა პროფესიული განვითარების ინტერვენციებს არ მოაქვთ დადებითი შედეგები მოსწავლეებისათვის. მაგალითად, 31-დან მხოლოდ 7-ს ჰქონდა სასწავლო შედეგებზე პოზიტიური გავლენა ინგლისურის შემთხვევაში, ხოლო მათემატიკის შემთხვევაში, 23-დან. მხოლოდ 3-ს.

ფონდის მიერ ჩატარებული კვევების შედეგებს თუ შევადარებთ ინსტრუქციული ქოუჩინგზე ჩატარებული კვლევის შედეგებთან, ასეთ სურათს მივიღებთ: ინსტრუქციული ქოუჩინგზე ჩატარებული 16 კვლევიდან 11  სტატისტიკურად მნიშვნელოვან დადებით შედეგს იძლევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინსტრუქციული ქოუჩინგი სხვა ალტერნატივებთან შედარებით უდაოდ უფრო ეფექტურია. 

დასკვნა

როგორც ზემოთ ჩანს, ინსტრუქციული ქოუჩინგი საკმაოდ მყარი მეცნიერული საფუძვლები გააჩნია. ჩვენ აქ შევხედეთ სხვადასხვა სახის მტკიცებულებებს და ყოველ ჯერზე მივიღეთ დამარწმუნებელი პასუხი, რომ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ყველაზე ეფექტური არჩევანი ინსტრუქციულ ქოუჩინგზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების მიდგომაა. 

დღესდღეობით საქართველოში (და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც) გვაქვს პრაქტიკა, რომელიც უფრო მასწავლებლების განსჯაზეა ორიენტირებული და არა ზრდა-განვითარებაზე. უმეტესობა შემთხვევაში გაკვეთილზე დასწრება არავითარ მიზანს არ ემსახურება გარდა იმისა, რომ მასწავლებელს ამცნოს, რომ მას აკვირდებიან. ასეთ დროს, მასწავლებელმა იშვიათად თუ იცის კონკრეტულად რაზე აკვირდებიან, ან როგორ დაეხმარება მას დასწრება პრაქტიკის განვითარებაში. 

ინსტრუქციული ქოუჩინგის პროგრამის დანერგვა-განხორციელება სკოლის დონეზე სულაც არ არის ადვილი და ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. ინსტრუქციული ქოუჩინგის წარმატებას აუცილებლად სჭირდება გამოცდილი ხელმძღვანელობა.

ისევე, როგორც ინსტრუქციული ქოუჩინგია წრიული ხასიათის, ასევე წრიული ხასიათის უნდა იყოს თავად სკოლის განვითარების კონცეფცია. თავდაპირიველად, სკოლამ უნდა შეარჩიოს მისთვის საუკეთესო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა, იქნება ეს ინსტრუქციული ქოუჩინგი, გაკვეთილის კვლევა თუ სხვა რამ. პროფესიული განვითარების მიდგომა აუცილებლად უნდა იყოს დაფუძნებული ერთგვარ სილაბუსზე/კურიკულუმზე, რომელსაც მასწავლებლები ინსტრუქციული ქოუჩინგის დროს საკლასო გარემოში დანერგავენ და იმედია მათი პრაქტიკის ნაწილად გახდიან. ეფექტური მასწავლებლის ზრდა კი თავისთავად უნდა გამოვლინდეს მოსწავლეების კოგნიტურ და სოციოემოციურ განვითარებაში. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.