სისტემური პარადოქსი: რატომ უნდა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები | მარი გაბუნია

ეროვნული გამოცდების რეფორმის წინაპირობა საქართველოში 2003 წელს ქვეყნის მიერ პროდასავლური კურსის არჩევა იყო, რასაც მოყვა  რადიკალური ცვლილებები სხვადასხვა სფეროში. პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის მოდელზე გადასვლის მცდელობა განათლების სფეროში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესის გადახედვით დაიწყო, შესაბამისად, 2005 წლიდან დაინერგა ეროვნული გამოცდების სისტემა, რომელიც დაეფუძნა  უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი მოდელით ჩანაცვლების იდეას.  ერთიანი ეროვნული … Continue reading სისტემური პარადოქსი: რატომ უნდა გაუქმდეს ეროვნული გამოცდები | მარი გაბუნია

ონლაინ სწავლება – განათლების ახალი პარადიგმის ძიებაში |მარი გაბუნია

COVID-19 - ის გავრცელებასთან ერთად, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა სრულად გადავიდა ონლაინ სწავლების რეჟიმზე. საგანმანათლებლო სივრცეებში დაიწყო ონლაინ სწავლების მეთოდებზე დისკუსიები, სოციალურ ქსელებში შეიქმნა ჯგუფები, სადაც პრაქტიკოსები ერთმანეთს ამ მეთოდებთან დაკავშირებულ გამოცდილებებს უზიარებენ. COVID-19-მდე, საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანას, საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებს, სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამოცდილება არ ჰქონიათ, ამიტომ … Continue reading ონლაინ სწავლება – განათლების ახალი პარადიგმის ძიებაში |მარი გაბუნია

განათლების ფილოსოფია: კრიტიკული პედაგოგიკის განმარტება |მარი გაბუნია, ნიკა მაღლაფერიძე

for picture click განათლების სფეროში არსებობს ხუთი ყველაზე მეტად გავრცელებული განათლების ფილოსოფია: ლიბერალური, პროგრესული, ბიჰევიორისტული, ჰუმანისტური და რადიკალური.  რადიკალურ განათლებას  ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიტიკულ პედაგოგიკას, ან ემანსიპატორულ პედაგოგიკას (1). სიტყვა „Critical” მოდის ბერძნული სიტყვიდან „Krite”  და ნიშნავს განსჯას. კრიტიკული პედაგოგიკის შემთხვევაში, განსჯას უსამართლობის შესახებ (2). კრიტიკული პედაგოგიკა დიდწილად ასოცირებულია ბრაზილიელ ფილოსოფოს და განმანათლებელ პაულო ფრეირესთან … Continue reading განათლების ფილოსოფია: კრიტიკული პედაგოგიკის განმარტება |მარი გაბუნია, ნიკა მაღლაფერიძე

პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადე, ზრდასრულთა არაფორმალური განათლება და NGO-იზაცია | მარი გაბუნია

for picture see საქართველო, ისევე როგორც დღევანდელი მსოფლიოს დიდი ნაწილი, მრავალი სოციო-ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას. ამ პრობლემებიდან გამოსავალი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ჯგუფებისთვის სხვადასხვაგვარია, თუმცა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა ამ დაპირისპირებული პარადიგმებისთვისაც კი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს. განათლება ფართო და კომპლექსური სფეროა, ამიტომ ამ სტატიის ფარგლებში აქცენტს მხოლოდ ზრდასრულთა განათლებაზე გავაკეთებ. ზრდასრულთა განათლება საქართველოში არც თუ ისე პოპულარული … Continue reading პოლიტიკური და იდეოლოგიური სიცხადე, ზრდასრულთა არაფორმალური განათლება და NGO-იზაცია | მარი გაბუნია

გაიას ჰიპოთეზა, პოსტპანდემიური სიმართლის რეჟიმი და განათლების სისტემა | მარი გაბუნია

ჰაბერმასი გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ გამოქვეყნებულ  ინტერვიუში ვირუსის შესახებ ამბობს: „ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ექსპერტებმა გაბედული პროგნოზებისგან თავი უნდა შეიკავონ. მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი: ამდენი ცოდნა ჩვენი არცოდნის და იმ იძულების შესახებ, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ დაუცველოში, აქამდე არასდროს გვქონია“. ჰაბერმასის ეს სოკრატისეული განცხადება და არცოდნის ცოდნაზე რეფლექსია მნიშვნელოვანი მესიჯია. ერთი, იმიტომ, რომ მიმდინარე მოვლენების სრულად … Continue reading გაიას ჰიპოთეზა, პოსტპანდემიური სიმართლის რეჟიმი და განათლების სისტემა | მარი გაბუნია

პოსტვირუსული სკოლები – განათლების სისტემის 3 კოშმარი | შოთა ზურაბიშვილი

ბილ გეითსი ჯერ კიდევ 2015 წელს TED -ის გამოსვლაში მსოფლიოს სწრაფად გადამდები ვირუსის გავრცელების საშიშროების შესახებ აფრთხილებდა1 და მოსამზადებლად გვთავაზობდა რამდენიმე მიმართულებით ღონისძიებების გატარებას, მათ შორის „ვირუსობანას“ თამაშს, სადაც „ომობანის“ მსგავსად გათამაშდებოდა ვირუსის გავრცელების სიმულაცია. გეითსის აზრით, მსგავსი სიმულაციები დაეხმარებოდა ქვეყნებს სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირებაში და უკეთესად მოამზადებდა მსოფლიოს ეპიდემიური აფეთქებისთვის. ფაქტია, ბილ გეითსს მაშინ დიდად … Continue reading პოსტვირუსული სკოლები – განათლების სისტემის 3 კოშმარი | შოთა ზურაბიშვილი